Saturday, January 12, 2013
ნაცრისფერი
ნაცრისფერი ეს არის ფერი შავსა და თეთრს შორის, მოქცეული ბოროტსა და კეთილს შორის. ეს არის ჭეშმარიტად დაბალანსებული ფერი. აღებული აქვს როგორც შავი, ისეთეთრი ფერის თვისებები. მან შეიძლება გამოხატოს ელეგანტურობა, სისუფთავე, პატივისცემა, სტაბილურობა, სინაზე. ხშირად იგი პესიმიზმთან, სიბერესთან, მოწყენილობასთან, პირქუშ ამინდთან, ძაძასთან, ლპობასთან, ხრწნასთან, დაქვეითებასთან, გაფუჭებასთან ასოცირდება.შავისაგან ნაცრისფერს გლოვისა და მწუხარების ნიშნები აუღია, თუმცა მას შავის არა მხოლოდ უარყოფითი ნიშნები გამოჰყვა, ისევე როგორც შავი, ნაცრისფერიც ელეგანტურობის, საქმიანი ადამიანების ფერია. ამ ფერში გამოწყობილთ ხშირად ნახავთ კაბინეტებში, საწერ მაგიდებთან.ნაცრისფერი ასევე ახლოსაა თეთრ ფერთან და ამასთან უფრო პრაქტიკულია ვიდრეთეთრი. ღია ნაცრისფერი კარგად მიდის სხვა ღია ტონალობის ფერებთან, თუმცა ამ ფერის ტანისამოსს ელეგანტური ქალბატონები აქტიურად იცმევენ მუქ ბერებთანაც.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment