მწვანე ფერი. ბალახისა და ფოთლების ფერია. სხვადასხვა ხალხებში ის ახალგაზრდობის, იმედის და მხიარულების სიმბოლოა, თუმცა ხანდახან მოუმწიფებლობის და არასაკმარისი სრულყოფილების აღმნიშვნელიცაა. წვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ხანდახან დამთრგუნველი იყოს. ირანელებისთვის მწვანე ფერი, ერთის მხრივ, სწრაფ განვითარებასთან და სიახლესთან ასოცირდება, მეორეს მხრივ - დარდთან და უბედურებასთან. შასაფლაოს, მაგალითად, “მწვანე სახლს” უწოდებენ.პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს. მწვანე ფერი საკუთარ თავში მოიცავს ფარულ პოტენციურ ენერგიას, რომელსაც ნებისყოფის ჩართვა და მობილიზება სჭირდება, ამიტომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ. ექსცენტრული ადამიანები კი, რომელებიც მიზნის მიღწევას არა ქმედებით, არამედ ემოციის ჩართვითახერხებენ, ამ ფერს უარყოფენ. ამასთან ერთად, მწვანე ფერს გაურბიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე მყოფი ადამიანები.

No comments:
Post a Comment