Sunday, January 13, 2013
ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი – ეს რეზონანსია! ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს. ხშირად ნარინჯისფერი ასოცირდება ბუდიზმთან, ინდოიზმთან ბედნიერებასთან, ბალანსთან, სიცხესთან, ენთუზიაზმთან, ცეცხლთან .სიკაშკაშესთან, აგრესიასთან, შურთან, შემოდგომასთან ხიფათთან, შიშთან,სურვილთან ,ფორთოხალთან , სექტემბერთან. ნარინჯისფერი უფრო ნაკლებად აგრესიულია ვიდრე წითელი.იგი ჰოლანდიის სამეფო ოჯახის ფერია, შესაბამისად ნარინჯისფერი ჰოლანდიაში ასოცირდება მეფურობასთან და ნარინჯიფერი პროტესტანტობის სიმბოლოდაც იქცა რადგანაც უილიამ ორანჟი იყო კალვინისტი. სტაფილოსფერი სტიმულატორია როგორც თბილი ფერი. წითლის მსგავსად იგი მადაზეც მოქმედებს და გვაშიებს. რადგანაც სწორედ ნარინჯისფერი ციტრუსის ფერია, ის ხშირად ც ვიტამინთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. იგი გარდამავალი, ერთგავარად „მოსაზღვრე“ ფერია, როგორც შემოდგომა , ცივ ზამთარსა და ცხელ ზაფხულს შორის. თუ ნარინჯისფერი ძალიან „კაშკაშა“ და „აბრდღვიალებულია“, მაშინ ის ზაფხულს , ქვიშას და მწველ მზეს მოგვაგონებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment