Friday, January 18, 2013

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება. წითელი, ჩრდ. ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების (stop signal) , საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში. ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიისზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).


ფერელბის ფესტივალი


Sunday, January 13, 2013

ვარდიფერი



ვარდისფერიცნობილია რომ წითელი ფერი ადამიანს აღაგზნებს, აფორიაქებსვარდისფერი კი ამ რეაქციის საპირისპირო რეაციას იწვევს, ის ამშვიდებს, ადუნებს და თითქოს ენერგიისაგან ცლის მას. ხშირად ვარდისფერს ბავშვების ფერს უწოდებენ. (მაგ. ამერიკაში). ის გამოხატავს სიტკბოს და შაქარს. ეს ფერი ნაკლებადაა პოპულარული მამაკაცებში და თითქმის მთელს მსოფლიოში ამ ფერს ქალის ფერს უწოდებენ.ვარდისფერი, ისევე როგორც წითელი, სიყვარულის სიმბოლოა, თუმცა თუ წითელივნებიან სიყვარულს აღნიშნავს, ვარდისფერი უფრო ნაზ და რომანტიულ სიყვარულს გვახსენებს. ვარდისფერი კარგად მიდის როგორც მუქ, ისე ღია ფერებთან, გამონაკლისია მხოლოდ მუქი მწვანე. ვარდისფერი, ისევე როგორც ცისფერი და ლურჯი ქალწულობის სიმბოლოა
 გამოყენებული მასალა :  www.google.ge

ყავისფერი



 ყავისფერი არის ბუნების ფერი, რომელსაც მადი სტიმულირებაც შეუძლია. ეს არის თბილი და ნეიტრალური ფერი. ამ ფერს ხშირად ზედმეტადმოწყენილფრად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, მეგობრობის, ჯანმრთელობის ფერია. შავ და ლურჯ ფერებთან ერთად ყავისფერი იქცა კორპორატიულ და საქმიან ფერად. ყავისფერი და მისი ღია ტონალობები გვხვდება მყუდრო და მდიდრული ინტერიერის მოსაწყობად. ეს ფერი გარემოს უფრო კომფორტულს, თბილსა და მეგობრულს ხდის. ყავისფერი სემოდგომის ფერია და ის თითქმის ყველა კულტურაში ნეიტრალური ან დადებითი სიმბოლურობით ხასიათდება. ყავისფერსა და მწვანეს ხშირად გამოიყენებენ ერთად, ბუნების,  დედამიწისა  და სტიქიების სიმბოლიზირებისათვის. ძალიან მუქმა ყავისფერმა შეიძლება ჩაანაცვლოს  შავი ფერი, თუმცა შავისაგან განსხვავებით, მუქიყავისფერი სხვა ღია ფერებს სითბოს ეფექტს ანიჭებს

იასამნიფერი

იასამნისფერი ეს ფერი მიიღება წითლისა დალურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის
 სიმბოლოდამ ორი ფერის შერწყმით ვიღებთ ქალური და კაცური საწყისების შერწყმასა და აღრევასფსიქოლოგიური ტესტებით დადგენილიარომ 75ბავშვებისარომლებიც ჯერ არ არიან სქესობრივად ჩამოყალიბებულნიირჩევენიასამნისფერსხოლო გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს შორის ეს მაჩვენებელი80%–მდე იზრდებაფერსრომელშიც არ გამოირჩევა წითელი და ლურჯიქალი და კაციხშირად პოპულარულია ჰომოსექსუალთა შორის. საფრანგეთში მათ ასეც მოიხენებენ „Les Violets”. ამ ფერში ქალური და მამაკაცური საწყისები ერთმანეთში ირევა და ქრებაკარდინალმანიკოლაუს კუზანუსმა იასამნისფერი შეადარა გამანადგურებელს და წინააღმდეგობათა ჰარმონიასაღსანიშნავია რომ კარდინალი თავად იასამნისფერ თვლებში მორთულ ტანისამოსს ატარებდა. ამერიკასა დაევროპაში იასამნისფერი არ სარგებლობს პოპულარობითგანსაკუთრებით ინტელექტუალთა და ხელოვანთა შორის. ირანში კი პირიქითაა, 1000 გამოკითხულიდან 450ისთვის იასამნისფერი საყვარელი ფერიაეთნოლოგიურმა ესპედიციებმარომლებიც ჩატარდა ცენტრალური ბრაზილიის ინდიელებსა და ჯერ კიდევ კულტურულად ხელშეუხებელ აფრიკულ ტომებში,გამოავლინეს რომ იასამნისფერი აქ ყველაზე საყვარელი ფერიაიგივე შედეგია უმრავლეს კულტურებშისადაც ეროტიკულ მისწარფებებს უფრო მეტად გამოავლენენ ვიდრე დასავლურ კულტურებშისაშუალო სტატისტიკური მონაცემებით  იასამნისფერი ძალიან პოპულარულია  ორსულ ქალებში.