Saturday, January 12, 2013

ლურჯი


ლურჯი ფერი. სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, ჰერალდიკაში კისიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას. “ცისფერი სისხლიკეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტსლურჯსუწოდებენ. გარდა ამისა, ლურჯი ფერი ახლოს დგას შავთან და მსგავს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ძველ ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან ის გლოვის ფერია. ფრანგები ელდასლურჯი შიშისსახელით მოიხსენიებენ. თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. Aამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. მოკლედ, ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს, უარყოფა კიპირიქით, ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ. ავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება.

No comments:

Post a Comment