Saturday, January 12, 2013

თეთრი


თეთრი ფერი. იგი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან თეთრი ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა. ქრისტიანულ ტრადიციებში თეთრი ღვთიურ სინათლესთან კავშირს აღნიშნავს. თეთრი ფერით გამოსახავენ ანგელოზებს, წმინდანებს, მართლმორწმუნეებს. ზოგიერთ ხალხში თეთრ ფერს მეფეები ატარებდნენ, რაც მათ დიდებულებას უსვამდა ხაზს.თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. მაგალითად, სლავები მიცვალებულს თეთრ სამოსს აცმევდნენ და თეთრ სუდარას აფარებდნენ. აფრიკისა და ავსტრალიის ზოგიერტ ტომში კი მიღებულია სხეულის თეთრი ფერით შეღებვა ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში. ჩინეთში და აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში თეთრი გლოვის ფერია. თეთრი ფერი სხვა ფერების სინთეზია, ამიტომიდეალურფერად მოიხსენიებენ. ამ ფერს შესაძლოა ირჩევდეს ნებისმიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც ხელს არავის კრავს.

No comments:

Post a Comment