Saturday, January 12, 2013

წითელი


 წითელი ფერი. პირველეს ყოვლისა, სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური მნიშვნელობა მრავალფეროვანია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს, ომს. უძველესი დროიდან წითელი აგრესიულობის და სექსუალობის სიმბოლოა. წითელი ფერი ძირითადი ჰერალდიკური ფერია. ის რევოლუციის, ბრძოლის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის ზოგიერთი ტომი ბრძოლის წინ ტანსა და სახეს წითელი ფერით იღებავდა. კართაგენელებს და სპარტელებს ომში წითელი ტანსაცმელი ეცვათ. წითელი ასევე ძალაუფლებასა და დიდებას ნიშნავს. ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორის მეუღლეს შეეძლო წითელი ფეხსაცმლილს ტარება რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, წითელი ვნების ფერია. თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამინებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური პიროვნებაა. ამასთანავეალტრუისტი. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები. წითელი ფერი ენერგიულობის სიმბოლოა, მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე და ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს. მაგალითად, სამხედრო ტყვეები, რომლებიც წლების მანძილზე იძულებული იყვნენ გაუსაძლის პირობებში ეცხოვრათ, ყველაზე უფრო ხშირად უარყოფენ ამ ფერს. წითელ ფერს უმეტესად მოზარდები ირჩევენ.

No comments:

Post a Comment