Saturday, January 12, 2013

შავი


შავი ფერი. როგორც წესი, შავი ფერი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს ადამიანს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწირათ, სახე და ხელები შავად ჰქონდა შეღებილი. შავი თვალები დღემდე სახიფათოდ ითვლება. შავად მოსავენ პერსონაჟებს, რომელთა გამოჩენაც სიკვდილს მოასწავებს. ითვლება რომ არსებობს კავშირი შავ ფერსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის. ზოგიერთ აფრიკულ ტომში ძალიან მუქი ფერის კანის მქონე ქალები კარგ საყვარლებად ითვლებიან.  ასე რომ, შავი ფერისადმი შესაძლოა დადებითი დამოკიდებულებაც არსებობდეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავი ტანსაცმლის ტარება უყვართ, ხშირად ცხოვრებას შავ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილი არიან დეპრეესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩება. შავი ფერის ტანსაცმლის ხშირი ცვლა ღია, მკვეთრი ფერის ტანსაცმლით პესიმისტური განწყობის პერიოდულ გამწვავებაზე მიუთითებს. ხოლო შავი ფერის მუდმივად ტარება კრიზისულ მდგომარეობის მაჩვენებელია და ახასიათებს სამყაროს, ან საკუთარი თავის მიუღებლობა. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა აქვთ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. ნორმის ფარგლებში, შავი ფერი , როგორც წესი, უარყოფილია ხოლმე.

No comments:

Post a Comment