ყავისფერი არის ბუნების ფერი, რომელსაც მადი სტიმულირებაც შეუძლია. ეს არის თბილი და ნეიტრალური ფერი. ამ ფერს ხშირად ზედმეტად „მოწყენილ“ ფრად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, მეგობრობის, ჯანმრთელობის ფერია. შავ და ლურჯ ფერებთან ერთად ყავისფერი იქცა კორპორატიულ და საქმიან ფერად. ყავისფერი და მისი ღია ტონალობები გვხვდება მყუდრო და მდიდრული ინტერიერის მოსაწყობად. ეს ფერი გარემოს უფრო კომფორტულს, თბილსა და მეგობრულს ხდის. ყავისფერი სემოდგომის ფერია და ის თითქმის ყველა კულტურაში ნეიტრალური ან დადებითი სიმბოლურობით ხასიათდება. ყავისფერსა და მწვანეს ხშირად გამოიყენებენ ერთად, ბუნების, დედამიწისა და სტიქიების სიმბოლიზირებისათვის. ძალიან მუქმა ყავისფერმა შეიძლება ჩაანაცვლოს შავი ფერი, თუმცა შავისაგან განსხვავებით, მუქიყავისფერი სხვა ღია ფერებს სითბოს ეფექტს ანიჭებს

No comments:
Post a Comment