Friday, January 18, 2013

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება. წითელი, ჩრდ. ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების (stop signal) , საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში. ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიისზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).


No comments:

Post a Comment