ვარდისფერი–ცნობილია რომ წითელი ფერი ადამიანს აღაგზნებს, აფორიაქებს, ვარდისფერი კი ამ რეაქციის საპირისპირო რეაციას იწვევს, ის ამშვიდებს, ადუნებს და თითქოს ენერგიისაგან ცლის მას. ხშირად ვარდისფერს ბავშვების ფერს უწოდებენ. (მაგ. ამერიკაში). ის გამოხატავს სიტკბოს და შაქარს. ეს ფერი ნაკლებადაა პოპულარული მამაკაცებში და თითქმის მთელს მსოფლიოში ამ ფერს „ქალის“ ფერს უწოდებენ.ვარდისფერი, ისევე როგორც წითელი, სიყვარულის სიმბოლოა, თუმცა თუ წითელივნებიან სიყვარულს აღნიშნავს, ვარდისფერი უფრო ნაზ და რომანტიულ სიყვარულს გვახსენებს. ვარდისფერი კარგად მიდის როგორც მუქ, ისე ღია ფერებთან, გამონაკლისია მხოლოდ მუქი მწვანე. ვარდისფერი, ისევე როგორც ცისფერი და ლურჯი ქალწულობის სიმბოლოა.
გამოყენებული მასალა : www.google.ge

No comments:
Post a Comment